პროექტის მსვლელობა

სტუმრად ანა ალთუნაშვილთან

ანა ალთუნაშვილს  ავარიის შემდეგ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა. ამას ემატება მძიმე სოციალური ფონი. ანასთვის მიზანშეწონილი არ არის სკოლაში სიარული. ჩვენ დავინტერესდით -  დაცულია თუ არა ანას უფლება მიიღოს განათლება და ეხმარება თუ არა მას სახელმწიფო.
გავარკვიეთ, რომ ანასთან სისტემატიურად დადიან ჩვენი სკოლის მათემატიკისა და ქართულის პედაგოგები. ანას მდგომარეობიდან გამომდინარე რეკომენდებული არ არის ყველა საგნის მასწავლებლის ვიზიტი.
პროექტში მონაწილეებმა  ვესაუბრეთ ანას, ანას დედას და ჩვენს მეგობარს დავპირდით, რომ  ხშირად ვესტუმრებოდით და გავასეირნებდით.






სტუმრობა "ბერი ანდრიას" ფონდში

"ბერი ანდრიას" ფონდი ეხმარება ბავშვებს, რომლებიც არიან ონკოლოგიურად დაავადებულები. ფონდი ემსახურება ბავშვებს მთელი საქართველოდან. ბავშვები გადიან აქ რეაბილიტაციის კურსს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენ მოვინახულეთ ისინი და გადავეცით სხვადასხვა ნივთები და პროდუქტები. ბავშვები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, გვესაუბრეს და დიდხანს გვეთამაშეს.
ჩვენს პატარა მეგობრებს დავპირდით, რომ ხშირად ვესტუმრებოდით მათ.

ინტერვიუ დედა თინათინთან (თინათინ ჩხვიმანია)


ინტერვიუ სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის დირექტორ ქალბატონ მანანა თურქაძესთან



ინტერვიუ სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის ფსიქოლოგ ანა ცინაძესთან



ინტერვიუ ანა ალთუნაშვილის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ლია მამადაშვილთან




მოქალაქეთა გამოკითხვა







ბლოგის პრეზენტაცია სკოლაში

ჩვენ მოვაწყვეთ პროექტის ფარგლებში შექმნილი ბლოგის პრეზენცია. ბლოგი გავაცანით დირექციას, მასწავლებლებსა და  მოსწავლეებს. მოვუწოდეთ მათ იმ ადამიანების დახმარებისაკენ, რომლებსაც ჩვენი განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ. 






სტატისტიკური გამოკითხვა სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლის მოსწავლეებში

გამოვიკითხეთ 100 მოსწავლე. კითხვარით გვსურდა გაგვეგო მათი დამოკიდებულება შშმ ბავშვების მიმართ.
      კითხვარი:
  •  უნდა სწავლობდნენ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სკოლაში თქვენს გვერდით?
 ა) კი - 66%          

ბ) არა - 34%



  •  თქვენი აზრით, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად შშმ ბავშვებს?

ა) საზოგადოების ყურადღება - 47%
ბ) ფინანსური მხარდაჭერა - 32%
გ) ხარისხიანი განათლება - 11%
დ) გარემო სრულფასოვანი ცხოვრებისთვის - 10%



  • თქვენი აზრით, არსებობს თუ არა შშმ ბავშვების მიმართ დამოკიდებულების პრობლემა თქვენს ქვეყანაში?

 ა) კი - 63%          

ბ) არა - 37%




  •  ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ არანაირი კანონი და პოლიტიკა არ არეგულირებს ამ პრობლემას?
 ა) კი - 61% 
         

ბ) არა - 39%




No comments:

Post a Comment