მთავარი






სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს დაგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები, რომელთა მიზანი გონებრივად ან ფიზიკურად უნარშეზღუდული და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. სკოლაში წლებია ჩამოყალიბებულია სამოქალაქო კლუბი - "CIVIC". კლუბის ინიციატივით მრავალი საინტერესო და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობა განხორციელდა სკოლის მასშტაბით. ამ აქტივობებში ჩვენი კლასი ყოველთვის აქტიურად იყო ჩაბმული.

ჩვენ რამდენიმე წელია ვაწყობთ საქველმოქმედო აქციებს. მოსწავლეები ვაგროვებთ საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელსა და საკვებ პროდუქტებს და გადავცემთ გაჭირვებულ ოჯახებსა თუ საქველმოქმედო ფონდებს.

ჩვენ დავინტერესდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობით საქართველოში. შევისწავლეთ მათი მდგომარეობა და საჭიროებები, გავეცანით კანონმდებლობას ბავშვთა უფლებების თემაზე.

პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ სტუმრობა „ბერი ანდრიას ფონდში,“ რომელიც ეხმარება მძიმე ონკოლოგიური პათოლოგიების მქონე ბავშვებს განკურნებასა და რეაბილიტაციაში. აგრეთვე ვეწვიეთ  მწვავე სოციალური მდგომარეობაში მყოფ ჩვენს თანასკოლელს, რომელიც მეათე კლასში ირიცხება  და ჯანმრთელობის პრობლემების გამო სკოლაში სიარული არ შეუძლია.

ჩვენი მუშაობის შედეგს წარმოგიდგენთ ბლოგში.



ადამიანები ყველანი ერთნაირები და ამავე დროს, განსხვავებულები არიან. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან ფიზიკური აღგნაგობით, კანის ფერით,სხვადასხვა კულტურას ვეკუთვნით. ზოგი ჩვენგანი მეტად წარმატებულია, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველანი თანასწორნი ვართ. ჩვენ მსგავსნი და თანასწორნი ვართ ყველგან - საკლასო ოთახში, სკოლაში, ეზოში, უბანში, ქალაქში, საკუთარ ქვეყანაში, მსოფლიოში!

დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქის ძირითად ღირებულებას ტოლერანტობა წარმოადგენს. მისი გაგება სხვადასხვა კულტურაში, მათი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, განსხავებულია. ქართულში ტოლერანტობის სინონიმი შემწყნარებლობაა.

საქართველო ცნობილია თავისი ტოლერანტული განწყობით. აქ საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. დროთა განმავლობაში მსოფლიო კულტურებში არსებულ ტოლერანტობის ზნეობრივ ღირებულებებს დაემატა პოლიტიკური და სამართებლივი მოთხოვნილებები და შეიქმნა „ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია“, რომლის მიხედვითაც ტოლერანტობა არის მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების, ამ კულტურებში არსებული სხვადასხვა ღირებულებების გამოხატვის ფორმების, განსხვავებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარება. ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ხელს უწყობს განათლება, კომუნიკაცია, აზრის თავისუფლების გამოხატვის უნარი.

ტოლერანტობის ცნების „ხერხემალი“ ადამიანის უფლებების პატივისცემაა. ტოლერანტობა არ ნიშნავს შემწყნარებლობას სოციალური ურთიერთობისა და კანონდარღვევების მიმართ. ტოლერანტობა არის განსხვავებათა ჰარმონია. იგი არ არის მხოლოდ მორალური მოვალეობა, იგი პოლიტიკური და სამართლებლივი მოთხოვნაცაა. იგი ხელს უწყობს მშვიდობასა და შესაძლებბელს ხდის ომის კულტურის მშვიდობის კულტურით ჩანაცვლებას.


No comments:

Post a Comment